– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წელს შეიმუშავა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც მოითხოვს, რომ მასწავლებელს უნდა შეძლოს ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით“ თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისტ-ის გარეშე, მხოლოდ ტრადიციული საშუალებებით და ინსტრუმენტებით, შეუძლებელია, იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ისახავს მიზნად - მასწავლებლის მზადყოფნა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისათვის.
თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ისტ-ის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში ერთ-ერთ აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც თანამედროვე განათლება პედაგოგს უყენებს.

ვფიქრობ, რომ ისტ-ის ტრენინგები ხელს შეუწყობს თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნას სწავლების პროცესის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგები -,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“ დაეხმარება მასწავლებლებს, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოიყენებაში.
რა თქმა უნდა ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ტექნოლოგიების გამოყენების იმ ეტაპს მივუახლოვდეთ, რომეზეც სხვა ქვეყნების მასწავლებლები იმყოფებიან. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შევძლებთ ჩვენ უკვე არსებულის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და ჩვენივე ძალისხმევით ახალი, და შესაძლოა ასევე სხვა ქვეყნებისთვის გამოსადეგი საგანმანათლებლო პროდუქციის შექმნას.

ფრაგმენტი - ეროვნული სასწავლო გეგმიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის - 2008-2009 სასწავლო წელი.
--------------------------------------------------------------------------------------

,,როგორც ადამიანის აქტივობის, საქმიანობის ნებისმიერ სხვა სფეროში, ისტ-ის მოხმარებისა და გამოყენების თვალსაზრისით, ჩვენი საზოგადოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს _ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემამ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად, ისეთი პიროვნების, რომელიც ღირსებით ეკიდება განსხვავებებს ადამიანებსა და მათ ჯგუფებს შორის; ცდილობს გაუგოს და ნაყოფიერად ითანამშრომლოს მათთან."

,,მსგავსად სხვა დისციპლინებისა, ისტ-ის ინტეგრირებული კურსის ერთ-ერთი მიზანი არის, რომ საზოგადოების მომავალ წევრს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები ინფორმაციის შექმნის, საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის მხრივ, მათ შორის იმ მოსწავლესთვის, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის."

წმინდა იოანე ოქროპირის პედაგოგიური შეხედულებანი

გ) `მცირე ულუფათა~ მიწოდების პრინციპი

არ შეიძლება მოწაფეს მივაწოდოთ იმდენი ინფორმაცია, რასაც ის ასაკის, გონებრივი მომზადების დონისა თუ განათლების ხარისხის გამო ვერ აღიქვამს, ვერ გაანალიზებს და ვერ შეისისხლხორცებს _ ამას რეალური შედეგი არ ექნება , ხოლო უშედეგო სწავლება დროის ფუჭი ხარჯვაა და უსარგებლოა.
`…... ამისთვის მცირედ_მცირედ გითხრობ თქუენ, რაითა შეუძლოთ ადვილად სწავლად ყოველსავე და არა დაგავიწყდებოდეს~ (გვ. 22), _ ამბობს წმ. იოანე ოქროპირი. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ბავშვებს არ გულისხმობს, მოზრდილებსაც მიმართავს _ წუთისოფლიგან დამძიმებულ გონებას ვერ ძალუძს ბევრის ერთად მოსმენაო: ` ... უდებსა და დახსნილსა ადრე მოეწყინების და მცირედი დიდად უჩნს და ადვილი _ ძნელად~ (გვ. 21).


დ) სწავლების მეთოდი _ ერთი და იგივე სხვადასხვა ასპექტით

სასწავლებლად ახლად მოსულებს ნამდვილი მოძღვარნი სწავლას არ დაუმძიმებენ და მათ სულებს ჭეშმარიტების სიტყვათა არაერთგზის განმეორებით აღაშენებენ: `საწავლოდ ახლად მოსრულთა ყრმათა მოძღუარნი არცა მეყსა შინა ფრიადსა სწავლასა მიუთხრობენ, არცა დასდებენ მათ ზედა მძიმეთა ტვირთთა სწავლისათა, არამედ მცირედ_მცირედ ასწავლიან მათ და ერთსა სიტყუასა მრავალგზის უთხრობენ, რაითა ესრეთ კეთილად შევიდენ სწავლანი იგი გონებად მათა და რაითა არა შეშინდენ პირველივე დაწყებასა ფრიადთა მათ სწავლათაგან და იწყონ უდებებად. ხოლო მეცა ამისვე სახისათვის მნებავს, რაითა არა დაგიმძიმო ტვირთი და ამისთვის მცირედ_მცირედ მოვიღებ სიტყუასა სწავლისათა და გასწავლით თქუენ, და დავსთესავ სულთა შინა თქვენთა. ამისთვის უკუე ჯერ _ მიჩს, რაითა მათვე სიტყუათა თქუმად ხელ_ვიყო, არა თუ, რაითა რომელი მითქუამს, კუალად მათვე ვიტყოდი, არამედ რაითა რომელი _ იგი დაგვიკვლიეს, აღვასრულოთ~ (გვ.31-32)

ე) სწავლების მეთოდი _ თანდათანობითი

წმ. იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ `ყველაფრის ერთად სწავლება~, ერთბაშად, უშედეგობისათვის არის განწირული _ თუ კი წინა ცოდნა არ განმტკიცდა ადამიანში, ფუჭია ახლის მოწოდება. მოძღვარს უნდა შეეძლოს, უარი თქვას, ერთი შემთხვევით სასურველ, მაგრამ ზედაპირულ შედეგზე, მიზანმიმართულად, მოთმინებით და შეუპოვრად `აშენოს სული~.
` ... არა ყოველსავე ერთბამად გეტყვით, რაითა კეთილად და ადვილად შეუძლოთ თქმულთა მათ დამარხვად, რამეთუ რომელი_იგი კედელსა აღაშენებ და ვირე ერთი ქვაი არა დაამტკიცის, სხუაი დადვის თუ მის ზედა, იგი უხმარსა კედელსა აღაშენებს. ხოლო რომელი პირველდადებულთა მათ ქვათა დაამაგრებდეს, და ესრეთ სხუასა დასდებდეს, იგი მტკიცე და შეურყეველჰყოფს ნაშენებსა მას ნელად და კეთილად გებითა მისითა.