მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
მეორე-დონის ტრენინგი: ”ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში”
ტრენინგ-კურსის მიზანი
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების ხელშეწყობა ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად.
სამიზნე ჯგუფი
კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ იმ საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებიც ინტერნეტ-კავშირით არის უზრუნველყოფილი ”საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” მიერ.
წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნა
იმისათვის, რომ მასწავლებელმამონაწილეობა მიიღოს კურსში, მას უნდა გააჩნდეს შემდეგი კომპეტენციები:
ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
ინტერნეტში ძიება;
ელ-ფოსტის მოხმარება.
ტრენინგ-კურსის აღწერა
კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს.
მოდული I. კურსის შესავალი (3 სთ.)
- კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება
- სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა
- მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში
- სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები
- სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი, თემატური ერთეული, სასწავლო პროექტი)
მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)
- გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
- ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები
- გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი (ABC)
- გაკვეთილის დაგეგმვა
- ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში
- გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა,
სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება
- სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით
- სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით
- გაკვეთილის შეფასება
მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 სთ.)
- სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
- ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
- სასწავლო პროექტის დაგეგმვა
- ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში
- თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება
- სასწავლო პროექტის შეფასება
მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3 სთ.)
- მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები
- მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო
- მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი
- პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
კურსის შედეგები:
კურსის წარმატებით გავლის შედეგად, მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
-ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად
-სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდირებულ სასწავლო გარემოში;
-მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
-მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
სერთიფიცირების პირობები
მინიმუმ 10 ტრენინგ დღეზე დასწრება;
მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
კურსის ბოლოს გამოქვეყნებული ელექტრონული პორტფოლიო.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მონაწილე მასწავლებელი:
ქმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს: • გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.);
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (მაგ. პრეზენტაცია, ცხრილი, რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვა).
მასწავლებლები ამზადებდნენ ტექნოლოგიებით გამდიდრებულ საგაკვეთილო გეგმებსა და სასწავლო პროექტებს და ათავსებდნენ პირად ბლოგებსა და საგანმანათლებლო რესურსების საცავში ( www.lemill.net ). ამ ვებ გვერდზე განთავსებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლების ნაშრომები. რესურსები ხელმისაწვდომია ნებისმიერი მასწავლებლისთვის.
კურსის ავტორები:
პაატა პაპავა, პავლე თვალიაშვილი, ნინო ბიგვავა, ეკა კორძაძე, ზაქრო გიუნაშვილი.
ტრენინგ-კურსის კოორდინატორი: ეკა ჯელაძე