როგორც ცნობილია, სტანდარტი მასწავლებლის თვითშეფასე-
ბისა და პროფესიული ზრდის ძირითადი ორიენტირია. ამიტომ მისი
განხილვა დახმარებას გაგიწევთ საკუთარი საჭიროებებისა და მიზნების
განსაზღვრაში, რაც მონაწილეზე (ჩვენს შემთხვევაში, მასწავლებელზე)
ორიენტირებული ტრენინგის საუკეთესო საფუძველია.
1. ციფრული წიგნიერება
მასწავლებელი ფლობს და იყენებს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექ-
ნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
1.1
1.1 მასწავლებელი აცნობიერებს ქსელისა და პერსონალური კომპიუ-
ტერის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ფლობს უსაფრთხოების
დაცვის ძირითად წესებს.
1.2 მასწავლებელს ესმის ისტ-ის ძირითადი საშუალებების დანიშ-
ნულება, მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები და მოხმარე-
ბის წესები (მაგალითად: მოწყობილობის ჩართვა, გადატვირთვა, 1.2
გამორთვა; ძირითადი პერიფერიული მოწყობილობების _ მაუსის,
კლავიატურის, მონიტორის, პრინტერის _ გამოყენება).
1.3 მასწავლებელს შეუძლია საგანმანათლებლო ისტ საშუალებების და
პროდუქტების სხვადასხვა მოწყობილობასთან ან/და სისტემასთან
1.3
თავსებადობის განსაზღვრა და სასწავლო მასალის მომზადებისას
ითვალისწინებს თავსებადობის საკითხს.
1.4 მასწავლებელს ესმის ფაილების სისტემის იერარქია და შეუძლია
ინფორმაციის მოწესრიგებულად და დაცულად შენახვა ფაილების 1.4
სისტემის გამოყენებით.
1.5 მასწავლებელს შეუძლია პროგრამული უზრუნველყოფის შერჩე-
ვა, საჭირო რესურსების განსაზღვრა და მომზადების მოთხოვნა 1.5
ტექნიკური პერსონალისათვის.
1.6 მასწავლებელი ფლობს და იყენებს ინტერნეტის სტრუქტურასთან
და ინტერნეტში მონაცემთა მიღება-გადაცემასთან დაკავშირებულ
ცნებებსა და ტერმინებს (მაგალითად: ინტერნეტ რესურსის მისა-
1.6
მართი, ვებ-გვერდი; დომენური სახელების დაბოლოებების მიხედ-
ვით _ .edu, .com, .net, .org, .gov _ შესაბამის მისამართზე გან-
თავსებული რესურსების სავარაუდო ტიპის განსაზღვრა).
1.7 მასწავლებელს ესმის მსგავსება და განსხვავება კომპიუტერული
ქსელების ტიპებს შორის (მაგალითად: ლოკალური ქსელი, ინ-
ტრანეტი, ინტერნეტი). ფლობს და იყენებს ამ სახის ქსელებში
ნავიგაციისა და ინფორმაციის გაცვლის ზოგიერთ ხერხს.
1.8 მასწავლებელი იყენებს ისტ საშუალებებს ეთიკური ნორმებისა და
არსებული კანონმდებლობის დაცვით.
1.9 მასწავლებელი აცნობიერებს ისტ-ის გამოყენების უპირატესობას
და ნაკლს. აცნობიერებს ინტერნეტის და ქსელური ტექნოლოგი-
ების განვითარების ზეგავლენას საზოგადოებაზე. გამოთქვამს და
ასაბუთებს საკუთარ შეხედულებას.
2. სწავლება და შეფასება
მასწავლებელი იყენებს ისტ-ს ეფექტური და ორგანიზებული სასწავლო
გარემოს შესაქმნელად.
2.1 მასწავლებელს შეუძლია ისტ ინსტრუმენტებისა და რესურსების
შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული
აქტივობისადმი (მაგალითად: ჯგუფური /ინდივიდუალური სამუ-
შაო, პროექტი).
2.2 მასწავლებელს შეუძლია კლასის ორგანიზება ტექნიკური საშუალე-
ბების ეფექტიანად გამოყენების მიზნით.
2.3 მასწავლებელს შეუძლია შესაფერისი ისტ ინსტრუმენტების და
მათი ინტეგრირების სტრატეგიის შერჩევა სასწავლო პროცესის
მოსამზადებლად.
2.4 მასწავლებელი ახდენს თანასწორობის (მაგალითად: სქესის მიხედ-
ვით, სოციალური, ეთნიკური, რელიგიური ნიშნის მიხედვით, ენის
მიხედვით, ფიზიკური უნარის მიხედვით) დემონსტრირებას ისტ სა-
შუალებების გამოყენებისას.
მასწავლებელს, მასალის მოძიების მიზნით, შეუძლია მონაცემებისა და
ინფორმაციის წყაროების გამოყენება, ინფორმაციის შერჩევა.
2.5 მასწავლებელს შეუძლია მარტივი ან კომპლექსური ფორმით წარ- 2.5
მოდგენილი (ტექსტური, გრაფიკული, აუდიო, რაოდენობრივი,
სიმბოლური ან მათი კომბინირებით მიღებული) ციფრული ინფორ-
მაციის გამოყენება.
2.6 მასწავლებელს შეუძლია ციფრული ინფორმაციის წყაროს შესა-
ხებ ვარაუდის გამოთქმა და მისი სანდოობის დადგენა. გაიაზრებს
არასრული ინფორმაციის შედეგად შეცდომაში შეყვანის შესაძლებ-
ლობას.
2.7 მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორ-
მაციის შეჯერება და სანდოობისა და ამოცანისადმი ადეკვატურობის 2.7
შეფასება.
2.8 პრობლემის გადაჭრისას მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციის სხვა-
დასხვა წყაროს (მაგალითად: ენციკლოპედიები, ელექტრონული ბიბ-
ლიოთეკები, კატალოგები) და ძიების ხერხების (მაგალითად: საძიებო
სისტემები, სანავიგაციო სტრუქტურები და სისტემები) გამოყენება.
2.9 მასწავლებელს შეუძლია ისტ-ის გამოყენება კვლევითი სამუშაოს
დაგეგმვისას და წარმართვისას; კვლევითი სამუშაოს შედეგად მიღე-
ბული მონაცემების აღნუსხვა და შენახვა ელექტრონული ფორმით.
2.10 მასწავლებელი ფლობს და იყენებს ინფორმაციის ძიების სტრა-
ტეგიებს; შეუძლია ძიების არეალის შეზღუდვა ეფექტიანობისა და
სისწრაფის გაზრდის მიზნით (მაგალითად, საძიებო სისტემების
მოთხოვნების სინტაქსის გამოყენებით).
2.11 მასწავლებელი, სასწავლო მასალის მომზადებისას, უთითებს
ციფრული ინფორმაციის გამოყენებულ წყაროებს.
პრობლემის გადაჭრისას მასწავლებელს შეუძლია ისტ საშუალების
ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება.
2.12 მასწავლებელს შეუძლია მოპოვებული მონაცემების ორგანიზე-
ბა და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა ისტ-ის საშუალებების
გამოყენებით.
2.13 მასწავლებელს შეუძლია მონაცემების ანალიზი ისტ-ის საშუალე-
ბების გამოყენებით.
2.14 პრობლემის გადაჭრისას მასწავლებელი იყენებს ისტ-ის საშუ-
ალებებს პროცესის ან/და პროცედურების მიმდევრობის ავტომა- 2.14
ტიზაციისათვის.
მასწავლებელი ქმნის და იყენებს ციფრულ მოდელს სიმულაციებისა და
ავტორიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით.
2.15 მასწავლებელი იყენებს ისტ საშუალებებს სხვადასხვა სასწავლო
თემას შორის კავშირების დასამყარებლად.
2.16 მასწავლებელს შეუძლია ინტერაქტიური ვირტუალური გარემოს
გამოყენება სასწავლო პროცესში.
2.17 მასწავლებელი იყენებს გავრცელებულ, არასპეციალიზებულ ან
/და სასწავლო დისციპლინისათვის არსებულ პროგრამულ უზ-
რუნველყოფას საგანმანათლებლო დანიშნულების ელექტრონული
ციფრული მოდელების ასაგებად.
2.18 სასწავლო პროცესში ან სასწავლო მასალის მომზადებისას მას-
წავლებელი ცვლის გამოყენებული ელექტრონული ციფრული მო-
2.18
დელის პარამეტრებს, აკვირდება ცვლილების შედეგს; ახდენს მო-
დელის ადეკვატურ მოდიფიკაციას.
კომუნიკაციისას და ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებისას იყენებს ისტ
საშუალებებს.
2.19 მასწავლებელი ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო საშუალე- 2.19
ბებს და იყენებს მათ სხვადასხვა ინტერესისა და შესაძლებლობე-
ბის მქონე მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.
2.20 თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის ტიპის დავალების
მომზადებისას მასწავლებელი ირჩევს შესაფერის ტექნიკურ საშუ-
ალებებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და აყალიბებს სრულყო-
ფილ ინსტრუქციებს მოსწავლეებისათვის.
2.21 მასწავლებელი იყენებს ისტ-ის საშუალებებს სოციალური აქტივო-
ბისას, აგრეთვე, სოციალურ და პროფესიულ ქსელებში მონაწილე-
ობისას (მაგალითად: მოსწავლეების მშობლებთან კომუნიკაცია,
2.21
საგანმანათლებლო ფორუმებში მონაწილეობა, საგანმანათლებლო
პორტალების გამოყენება რესურსების გაცვლა/გაზიარების მიზნით,
ბლოგების შექმნა).
მასწავლებელი იყენებს ისტ საშუალებებს ციფრული მასალისათვის
ხელსაყრელი ფორმის მისაცემად და პრეზენტაციისათვის.
2.22 მასწავლებელი ირჩევს ისტ-ის საშუალებით მონაცემთა გამოსახ-
ვის ადეკვატურ ფორმას.
2.23 მასწავლებელი პრეზენტაციისათვის ადეკვატურად ირჩევს და
იყენებს ისტ-ის საშუალებებს.
2.24 მასწავლებელი იყენებს გავრცელებულ, არასპეციფიკურ ან/და
საგნისათვის სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ციფრუ-
ლი მასალის ადვილად აღსაქმელი ფორმით გამოსახვისათვის და
კავშირების წარმოსაჩენად.
2.25 მასწავლებელი ახდენს სხვადასხვა ფორმატის მქონე (მაგალითად:
ტექსტური, გრაფიკული, ხმოვანი) ციფრული მასალის ეფექტურ
კომბინირებას საპრეზენტაციო პროდუქტის შექმნისას.
მასწავლებელი იყენებს შეფასების მრავალფეროვან მეთოდებს შედეგზე და
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად.
2.26 მასწავლებელი იყენებს ელექტრონულ ცხრილებს მოსწავლეთა
შედეგებზე დაკვირვებისა და ანალიზისათვის.
2.27 მასწავლებელი იყენებს ციფრული კომუნიკაციის საშუალებებს
მოსწავლეთა შეფასებისა და უკუკავშირისათვის.
2.28 მასწავლებელი იყენებს ისტ-ს ელექტრონული ფორმატის ტესტე-
ბის შესაქმნელად. ქმნის შეფასებისათვის საჭირო ელექტრონულ 2.28
რესურსებს.
2.29 მასწავლებელი იყენებს ისტ-ის საშუალებებს შეფასების რუბ-
რიკების მომზადებისას. ქმნის შეფასების სქემებსა და რუბრიკებს 2.29
ელექტრონულ ფორმატში.
3. პროფესიული გარემო
მასწავლებელი იყენებს ისტ-ის საშუალებებს კოლეგებთან ურთიერთო-
ბისას და პროფესიული განვითარებისათვის.
3.1 მასწავლებელი, კოლეგებთან და საზოგადოების სხვა წევრებ-
თან კომუნიკაციის დროს, ციფრულ ინფორმაციას ადეკვატურ
ფორმატში წარმოადგენს (მაგალითად: ადეკვატურად იყენებს
ჰიპერბმულებს, ახდენს გრაფიკული ელემენტების ინტეგრირებას
ტექსტში, ინფორმაციას წარმოადგენს ცხრილის სახით).
3.2 მასწავლებელი იყენებს ზოგიერთ მარტივ სამომხმარებლო ინ-
სტრუმენტს ან/და რედაქტორს ვებ-რესურსის შესაქმნელად და
ინტერნეტში განსათავსებლად.
3.3 მასწავლებელი უზიარებს კოლეგებსა და ფართო საზოგადოებას
სასწავლო პროცესის, გაკვეთილის გეგმის, გამოყენებული პედა-
გოგიური ხერხებისა და რესურსების აღმწერ ციფრულ მასალებს,
ისტ საშუალებების გამოყენებით (მაგალითად: საგანმანათლებლო
პორტალების, ბლოგების, ფორუმების გამოყენებით და ინტერნეტ
რესურსების გამოქვეყნებით/გაცვლით).
3.4 მასწავლებელი, ჯგუფური მუშაობისას, იყენებს ისტ-ის ზოგიერთ
ისეთ საშუალებას, რომლის დანიშნულებაა დროის, რესურსების
და სამუშაო ძალის ორგანიზება (მაგალითად: ელექტრონული
ფოსტა, ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა).
3.5 მასწავლებელი აწარმოებს პორტფოლიოს ელექტრონულ ფორმატში.
3.6 მასწავლებელი მოიძიებს და იყენებს დისტანციური სწავლების საშუ-
ალებებს საკუთარი და კოლეგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.