ფილმის ჩვენების სტრატეგია

ტრენინგზე საჩვენებელი ვიდეო



არსებობს ფილმის კლასში ჩვენების რამდენიმე სტრატეგია, რომელთა უმრავლესობაც პაუზების გამოყენებას ეყრდნობა. ფილმის გაშვებამდე მასწავლებელი აკეთებს მოკლე წარდგენას
(მოლოდინების განსაზღვრის ფაზა):
ა) ფილმის სასწავლო თემასთან კავშირისა და
ბ) თვით ამ ფილმის, როგორც ნაწარმოების შესახებ (ჟანრი, ავტორი, შექმნის პერიოდი და სხვ.).
ფილმის გაშვებამდე მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს, რომ ჩვენება რამდენჯერმე შეწყდება და ამ პაუზების დროს მათ მოუწევთ დაფიქრება, მსჯელობა, ჩანიშვნა, ვარაუდების გამოთქმა.
მოსწავლეებს მოუწევთ სპეციალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამ ტიპის სესიის ეფექტურად ჩატარება მოითხოვს მასწავლებლის მიერ წინასწარ შეკითხვების მომზადებას. ცხადია, შეკითხვები სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს ფილმის ჟანრს ეხება. შეკითხვები განსხვავებული იქნება, იმის მიხედვით, ფილმი მხატვრულია, დოკუმენტური, სამეცნიერო თუ სხვ.
ქვემოთ მოცემულია ტიპური შეკითხვები, რომლებსაც მასწავლებლები პაუზების დროს სვამენ
ხოლმე:
• რა
• რატომ გაგიჩნდათ ეს გრძნობა?
• რა იყო მთავარი ამ მონაკვეთში?
• როგორ
• როგორ ფიქრობთ, რა მოხდება შემდეგ? რატომ ფიქრობთ ასე?
შესაძლებელია, კიდევ სხვა შეკითხვების მოფიქრება და დასმა, იმის მიხედვით, თუ ფილმის კიდევ რომელ ასპექტებზე სურს მასწავლებელს ყურადღების გამახვილება, მაგ.: გმირების ქცევაზე, გარემოზე, სადაც ვითარდება მოვლენები, მხატვრულ მხარეზე, ლიტერატურულ ნაწარმოებთან კავშირზე და სხვ.
ფილმის ჩვენების დროს, ასევე, ხშირად გამოიყენება ე.წ. `კადრის გაყინვის~ მეთოდი. თუ მოწყობილობა კადრის ხარისხს ინარჩუნებს პაუზის ღილაკის გამოყენებისას, მეთოდი ხელს შეუწყობს მასწავლებელსა და მოსწავლეებს მრავალი საიტერესო კითხვის დასმაში. ცხადია, მასწავლებელს მომზადებული უნდა ჰქონდეს რამდენიმე საკვანძო შეკითხვა დისკუსიის გასამართად.
ასეთი გაკვეთილები მოსწავლეების დიდ ინტერესს იწვევს.
იმისათვის, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიაროს, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:
• როცა ვიდეოფილმი პირდაპირ ვებ-გვერდიდან უნდა გავუშვათ (მაგალითად, youtube დან), ინტერნეტის დაბალი სიჩქარის გამო შეიძლება ფილმის ტრანსლირებისას გაუთვალისწინებელი წყვეტა მოხდეს;
• თუ ფილმი ჩამოსატვირთია რომელიმე სერვერიდან, ჩამოტვირთვას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, ან არ იყოს ხელმისაწვდომი უფასოდ;
• თუ ფილმი განთავსებულია CD ან DVD დისკზე, შეიძლება კომპიუტერი არ იყოს აღჭურვილი შესაბამისი წამკითხავი მოწყობილობით;
• თუ დრო დასჭირდეს. ფილმის წარმატებით ჩართვის შემდეგ თავს იჩენს ახალი საკითხი: რამდენად ხედვადია ეკრანი? სასურველია, გამოყენებულ იქნას სპეციალური კინოეკრანი, მის ზედაპირზე გამოსახულება
სიტუაცია მარტივია, თუ მასწავლებელი ფილმის სრულად გაშვებას გეგმავს. პაუზებით გაშვების შემთხვევაში კი მას წინასწარ უნდა ჰქონდეს მონიშნული ქრონომეტრაჟი (სასურველი მომენტის დაწყების დრო და ხანგრძლივობა).